პროექტის სახელწოდება: ენერგიის
ხარჯი და დაზოგვის გზები
პროექტის მთავარი იდეა: დავზოგოთ ენერგია, რის
საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია.
პროექტის მიზანი:
ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძებნა
მონაწილეთა
ასაკი: (14-15წ)
ვადა:(ერთი თვე)
მოსალოდნელი
შედეგები:
·
მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგრამების
სახით;
·
ენერგიის
ხარჯის შემცირება, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია,შესაბამისად გაიზრდება ოჯახის
ბიუჯეტი;
·
მოსწავლეები
მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია
ქვეყნის მასშტაბით.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სამუშაო რვეული,კალამი,ფანქარი.
პროექტის
მსვლელობა:
·
განსაზღვრონ რა სახის ენერგის მოიხმარს მათი ოჯახი: ელექტრულს,წყლის,
წვის (ბუნებრივი აირის, თხევადი საწვავის, შეშის და სხვ.)
·
ჩამოთვალონ
ამ ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობები.
·
გამოთვალონ,
რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში.
მონაცემები წარმოადგინონ ცხრილის სახით
დასახელება
|
რაოდენობა
|
ჯამური
სიმძლავრე,
კვტ
|
მუშაობის ხანგრძლივობა
დღე-ღამე,სთ
|
დღე-ღამეში
მოხმარებული
ელექტროენერგია,
კვტ.სთ
|
ერთ
თვეში
მოხმარებული
ელექტროენერგია
|
ელექტროენერგიის ღირებულება თვეში,
ლარი
|
ელექტრონათურა
|
||||||
მაცივარი
|
||||||
ტელევიზორი
|
||||||
კომპიუტერი
|
||||||
უთო
|
||||||
სარეცხი მანქანა
|
||||||
ელექტროქურა
|
მითითება:
დახარჯული ენერგიის
გამოსათვლელად მოწყობილობის სიმძლავრე უნდა გამრავლდეს მუშაობის ხანგრძლივობაზე.
·
დაადგინონ, ეკონომიური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა
უმჯობესი ბინის გასათბობად, წყლის გასაცხელებლად და სხვ.
·
დაადგინონ ამ ენერგიის ღირებულება და წარმოადგინონ სვეტოვანი
დიაგრამის სახით.
·
შეიმუშაონ ენერგიის დაზოგვის გზები და მოსაზრებები გააცნონ ოჯახის
წევრებს.მაგალითად შეამცირონ ენერგიის უქმად ხარჯვა-გამორთონ სინათლე, როდესაც იგი
საჭირო არ არის,გამოიყენონ ეკონომიური ნათურები. ელექტრული ხელსაწყოები მაქსიმალურ ენერგიას მოიხმარენ ჩართვა-გამორთვისას,მათი მუშაობა გახანგრძლივდება,თუ
არ გამორთავენ,თუკი მოკლე ხანში ისევ უნდა ჩართონ.ტელევიზორი მაშინაც კი ხარჯავს ენერგიას,
როდესაც გამორთულია დისტანციური ჩამრთველით,ამიტომ მთლიანად გამორთვისთვის გამოიყენონ
ტელევიზორის ღილაკი. შეამცირონ ონკანში წყლის ნაკადი, შეაკეთონ დაზიანებული ონკანი.
·
ჩამოწერონ რა საშუალებით დაზოგავს მათი ოჯახები ენერგიას.
·
იანგარიშონ,
რა ეკონომიას მისცემს ეს მათ ოჯახს.
პროექტის ხელმძღვანელი: ლია ძულიაშვილი
ელ.ფოსტა: liadzuliashvili@gmail.com

No comments:
Post a Comment